გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში მიკროავტობუსი ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა, რის შედეგადაც ორი მეთერთმეტეკლასელი გოგონა ადგილზე გარდაიცვალა. ასევე, მძიმედ დაშავდა ორი ახალგაზრდა. ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათი მდგომარეობა მძიმეა.
გარდაცვლილი გოგონები მარიამ სოლოღაშვილი და მარიამ ზაკალაშვილები არიან. მოცეკვავე მზია ორველაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ისინი მისი მოსწავლეები იყვნენ.
“ჩემი ორი თოჯინა, როგორ უნდა ვიყო უთქვენოდ მე დღეს თქვენთან ერთად გამიჩერდა გული აღარ მინდა ამ უსამართლო ცხოვრებას ვუყუროოოო. მიყვარხართ ჩემო ლამაზებოო” – წერს ორველაშვილი.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.