ოზურგეთში, მეუფე იოსების რეზიდენციაში ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადასტურებენ.
უწყების ცნობით ცეცხლის ლოკალიზებისთვის ადგილზე მეხანძრე-მაშველთა 3 ჯგუფი მუშაობდა. ხანძარი, რომელიც მონაზვნების საცხოვრებელ შენობას გაუჩნდა, ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.