გერმანიაში მოღვაწე ქართველმა ექიმმა, იაგო ფრანგიშვილმა გერმანელი მეცნიერის, ვირუსულოგ ფედერიკ შტრეკის კორონავირუსზე კვლევას, რევოლუციოური უწოდა.
მისივე თქმით, მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა იყო, რომ ვირუსის გადაცემა ზედაპირიდან მოხდა.
დაინფიცირების მიზეზი ადამიანებს შორის ხანგრძლივი დროის მანძილზე ახლო კონტაქტი გახდა. იმისთვის, რომ ვირუსის ინფიცირების წყარო კარის სახელური გახდეს, აუცილებელია ადამიანმა ხელზე დაახველოს, შემდეგ მალევე შეეხოს კარის სახელურს და ასევე მალევე ამ კარის სახელურს სხვა ადამიანმა მოკიდოს ხელი, რომელსაც შემდეგ სახესთან და პირთან მიიტანს.
„ფედერიკ შტრეკის კვლევით კორონავირუსზე წარმოდგენა შეიცვალა. მან საგნებიდან გადაცემის თეორია ფაქტობრივად ამოაგდო. თუ ჩვენ რამდენჯერმე ერთი და იგივე დაავადებული ავადმყოფის ამონახველიან ხელს კარის სახელურს მოვკიდებთ და ამ ხელს პირში ჩავიდებთ, რა თქმა უნდა მოხდება ადამიანის ინფიცირება, მაგრამ შტრეკის გამოკვლევამ დაამტკიცა, რომ ინფიცირებაც რომ მოხდეს, ეს ინფიცირება არ არის ტრაგიკული ისე, როგორც სხვა შემთხვევებშია, როდესაც არსებობს პირდაპირი კონტაქტი.
პირისპირ კონტაქტი არის მთავარი, რაც მან დაადასტურა. ჩვენ გვყავს ბევრი ადამიანი, რომლებსაც ყველაფრის ეშინიათ, მაგალითად შოპინგზე სიარულიც. ამ კვლევის მერე ასეთ ადამიანებს, შემიძლია 100-%-ით დარწმუნებით ვუთხრა, რომ თამამად იარონ, ჩაუარონ და მიესალმონ ადამიანებს“, – განაცხადა ქართველმა ექიმმა.
ამასთან, ექიმმა პირბადეების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და პირბადის ტარებისკენ ყველას მოუწოდა.
„თუ ერთ ადამიანს პირბადე უკეთია, ეს აუცილებლად გვიცავს. კორონავირუსი არის წვეთოვანი ინფექციაა, ეს ვირუსი შეჯერებულია წვეთთან და ეს წვეთი, ამოცემინების საშუალებით მეტრნახევარ მანძილზე მიდის. ამიტომ აუცილებელია პირბადე“, – აღნიშნა ექიმმა.
ცნობისთვის, ფედერიკ შტრეკმა, ვირუსოლოგმა და პროფესრომა, თავის გუნდთან ერთად კლასტერული კვლევა განახორციელა, კვლევის წინასწარი შედეგების თანახმად, მეცნიერი ამბობს, რომ დაინფიცირების უმეტესობა სუპერმარკეტებს და რესტორნებს არ უკავშირდება.