ახალი ამბები კულტურა მთავარი

ქართული ფილმი ჰოლანდიური კინოფესტივალის გამარჯვებულია

idfa

ევროპის ერთ-ერთ ყველაზე დიდი დოკუმენტური ფილმების   ფესტივალის სადებიუტო სექციის გამარჯვებული ქართული ფილმი  “როცა დედამიწა მსუბუქია“ გახდა. ფილმის რეჟისორი და სცენარის ავტორები სალომე მაჩაიძე, თამუნა ქარუმიძე და დავით მესხი არიან.

ფილმი ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. ასევე არის პროგრამის – „აჭარაში კინოწარმოების ხელშეწყობის“  2013 წლის ერთ-ერთი გამარჯვებული. გადაღებები ბათუმში მიმდინარეობდა და მასში ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობენ.

„დოკუმენტური ფილმი თანამედროვე ახალგაზრდების – სკეიტერების, არტისტების და მუსიკოსების შესახებ მოგვითხრობს პოსტსაბჭოთა საქართველოში, არეულ ქვეყანაში, სადაც საეკლესიო და პოლიტიკურმა ძალაუფლებამ შეიძლება ადამიანი ფეხქვეშ გათელოს“ – წერია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ვებგვერდზე.

IDFA  – დოკუმენტური ფილმების ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ცნობილი კინოფესტივალია მსოფლიოში,  1988 წლიდან ამსტერდამში იმართება. IDFA-ზე საქართველო სხვადასხვა დროს წარმატებით  წარადგინეს რეჟისორებმა ნინო კირთაძემ და თინათინ გურჩიანმა.

 

იტვირთბა....