საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელის საშუალებით მიმართვას ავრცელებს.
სააკაშვილი აღნიშნული მიმართვაში საზოგადოებს დამდეგ ახალწერლს ულოცავს, რომელსა “მეტრონომი” უცვლლეად გთავაზობთ.
“ვულოცავ ყველა ქართველს, მთელს მსოფლიოში დამდეგ ახალ წელს! ვულოცავ ყველა ჩემს თანამებრძოლს, რომელმაც არამხოლოდ ხელები არ ჩამოუშვა, არამედ როგორც არასდროს, ბოლომდე მიიყვანოს ბრძოლა, ქართველ ხალხს დაუბრუნოს 2020 წელს მოპოვებული გამარჯვება საპარლამენტო არჩევნებში. იმისათვის, რომ 2021 წელს უზურპატორმა ვერ შეძლოს ფეხის მოკიდება და საქართველოს ბოლომდე ჯიბეში ჩადება. ასეთი მუხტი და ერთიანობა რომელიც ახლა არის საქართველოში, მე არ მახსოვს ვარდების რევოლუციის და ეროვნული მოძრაობის შემდეგ.
მინდა, ყველა ადამიანს, ვინც ახლა საპროტესტო კარვებში ათენებს ღამეს, ვინც თავისუფლების ზონაშია ბათუმში, ვინც სახლშია და სვამს საქართველოს განთავისუფლების და მომავლის სადღეგრძელოს და ემზადება გადამწყვეტი ბრძოლისთვის, ვუსურვო ამ ბრძოლის წარმატებით დაგვირგვინება 2021 წელს, რაც შეიძლება მალე.
განსაკუთრებით, ცალკე მინდა მივულოცო ახალი წელი პოლიტპატიმრებს და პოლიტდევნილებს, დარწმუნებული ვარ ეს წელი მათი განთავისუფლების და ჩვენი სამშობლოში დაბრუნების წელი იქნება.
იყო რამდენიმე წელიწადი, როდესაც ყოველი ახალ წელს შეგვეძლო მოგვეყოლა – რამდენად წინ წავიდა საქართველო გასულ წელს, რამდენად დიდი გეგმები გვქონდა განსახორციელებელი და ამ გეგმებს ვახორციელებდით.
როდესღაც საქართველოს, თავისუფალი სამყაროს ლიდერმა, ამერიკის პრეზიდენტმა, უწოდა დემოკრატიის შუქურა მთელი მსოფლიოსთვის.
დღეს კი ჩვენ ვიბრძვით იმისათვის, რომ არ ვიყოთ ყველაზე ჩამორჩენილი ქვეყანა რეგიონში დემოკრატიის და თავისუფლების ხარისხით ისევე, როგორც ეკონომიკური განვითრებით. მაგრამ, ეს ბრწყინვალება აუცილებლად აღდგება, ვინაიდან ჩვენმა თაობამ უკვე შეძლო მისი შექმნა და მსოფლიოსთვის გაცნობა.
საქართველო ყოველ წელიწადს მშვენდებოდა და ვითარდებოდა. ეს დრო ისევ დაბრუნდება!
ქართველები ვართ ძალიან ნიჭიერი ერი და ბევრად უკეთეს ცხოვრებას ვიმსახურებთ.
ყველაფერი კარგად იქნება!
2020 წელი იყო ჩვენი გამარჯვების წელიწადი, 2021 წელი ამ გამარჯვების გაფორმების წელიწადია!
გილოცავთ დამდეგ ახალ წელს!” – წერს სააკაშვილი.