“წინ გველის ახალი წელი. სამწუხაროდ, ეს ახალი წელი არ იქნება ჩვეულებრივი ახალი წელი. ჯერ ერთი ქვეყანას ჰქონდა ასეთი დიდი მსხვერპლი და ალბათ, ძალიან დიდი საზეიმო განწყობა არ შეიძლება იყოს. ძალიან ბევრ ოჯახს დღეს პრობლემები აქვს ყველანაირად. აქედან გამომდინარე, ვთხოვ ჩემ თანამოქალაქეებს მაქსიმალურად ვიწრო წრეში და ძალიან დიდი ქართული ტრადიციებისგან განსხვავებით ვიწრო წრეში აღნიშნონ ეს ახალი წელი. იმედი მაქვს, რომ მომავალი წელი იქნება პანდემიის დედამიწაზე ბოგინის ბოლო წელი. კაცობრიობა შეძლებს, რომ პანდემია დაამარცხოს და დავუბრუნდეთ 2022 წელს ნორმალურ ცხოვრებას.”
პაატა იმნაძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე
ამის შესახებ მან მედიასთან საუბრისას განაცხადა.