ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩემი პატრიარქი პირბადეს არ გაიკეთებს! მეტი რა ქნას, რა ენაზე დაგველაპარაკოს?” – ლალი მოროშკინა

“დარწმუნებული ვარ, ჩემი პატრიარქი პირბადეს არ გაიკეთებს! როდესაც ესაბრებოდნენ სტუმრები პანდემიაზე, პატრიარქი მიუტრიალდა და უთხრა, რომ ამის განკურნება შეიძლება მელოდიით, გალობა არის მთავარი თერაპია,” – ამის შესახებ ჟურნალისტმა და პუბლიცისტამა, ლალი მოროშკინამ “ალიასთან” საუბრისას განაცხადა.

ამასთან, მოროშკინამ აღნიშნულ გამომცემლობასთან საუბრისას დასძინა, რომ მისთვის 2020 წელი ყველაზე კარგი წელი იყო.

“ჩვენმა ბრძენმა პატრიარქმა, (4 იანვარს დაბადების დღე აქვს და მინდა ვუსურო მრავალი წელი სიცოცხლის) რა გააკეთა როცა ორი მაღალი იერარქიის სტუმრები მიიღო, ერთი იყო პომპეო და მეორე ჰანს კლუგე (ჯანმოს ევროპის რეგიონალური დირექტორი), არც ერთ შეხვედრაზე არ ეკეთა პირბადე. ვერც გაუბედეს თქმა. დარწმუნებული ვარ, ჩემი პატრიარქი პირბადეს არ გაიკეთებს! როდესაც ესაბრებოდნენ სტუმრები პანდემიაზე, პატრიარქი მიუტრიალდა და უთხრა, რომ ამის განკურნება შეიძლება მელოდიით, გალობა არის მთავარი თერაპია. მეტი რა ქნას, რა ენაზე დაგველაპარაკოს? მეორედ მოსვლაზე რომ საუბრობდა და ქილიკი ატყდა, მეორედ მოსვლა მაინცდამაინც ის კი არ არის, რომ ცა გაიპოს, ეს არის მეორედ მოსვლა, ადამიანები ლაგდებიან სიკეთის და ბოროტების მხარეს.

ჩემთვის 2020 არის ყველაზე კარგი და სასურველი წელია. მე შევამოწმე რწმენა ჩემში, 51 წლის გავხდი და ჩემ თავს დავუსვი შეკითხვა, რისი უფრო გეშინია? და მივხვდი, რომ ღმერთის გარეშე დარჩენის უფრო მეშინია, ვიდრე ავადმყოფობის. პირველად ჩემ ცხოვრებაში აღდგომას ფეხით შორს წავედი მონასტერში და აღარ გამომიტოვებია არც ერთი დღესასწაული. მივხვდი, რომ ახლა სჭირდება ღმერთს ჯარისკაცები, რომლებიც ეტყვიან, რაც იქნება იქნება, ერთხელ ვცოცხლობ, ერთხელ მოვკვდები.

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....