გერმანელი პიანისტი და დირიჟორი დანიელ ბარენბოიმი მოითხოვა, მუსიკალურ სამყაროში ქართველი ვუნდერკინდი მასთან ჩაეყვანათ.
პიანისტმა ეს მას შემდეგ მოითხოვა, რაც მსოფლიოში აღიარებულმა მევიოლინემ, ლიზა ბათიაშვილმა ბარენბოიმს ქართველი ვუნდერკინდი ავტორ-შემსრულებლის, ცოტნე ზედგინიძის ჩანაწერები მოასმენინა.
ბარენბოიმ მოითხოვა, რომ პანდემიის მიუხედავად, ქართველი ვუნდერკინდი მასთან ჩაეყვანათ.
“იმდენად მტკიცე იყო მაესტროს სურვილი, რომ შეუძლებელი შევძელით ყველამ და ცოტნე, ოჯახის წევრების თანხლებით, ბერლინში გაემგზავრა. ბარენბოიმმა კოლეგები, კომპოზიტორები შეკრიბა და ცოტნეს ექსპრომტ-კონცერტი ჩაატარებინა, რამაც მათში სრული შოკი გამოიწვია, – წერსნიკოლოზ რაჭველი.