ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ციტატა

(ვიდეო) “ჩვენ გავუძელით… ჩვენ ერთმანეთის სიცოცხლე უნდა გადავარჩინოთ”- ეპიდემიოლოგები 2020 წელს აჯამებენ

ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგები და ინფექციონისტები 2020 წელს აჯამებენ. თითოეული მათგანი მთავარ გამოწვევას კორონავირუსთან ბრძოლას ასახელებს.

ვიდეოსიუჟეტში სპეციალისტები მოქალაქეებს თხოვნით მიმართავენ, მაქსიმალურად დაიცვან წესები, რათა ერთმანეთი გადავარჩინოთ.

გთავაზობთ თითოული მათგანის შეფასებას.

“კოვიდი გამოდგა საუკუნის გამოწვევა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რათა მოსახლეობამ თავი დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნოს,”- აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე.

“ამ გამოწვევამ შეაზანზარა მთელი მსოფლიო არა მარტო ჯანმრთელობის თვალსაზრისით, არამედ ზოგადად. ივლისის შემდეგ ჩვენ მოვადუნეთ ყურადღება და შევქმენით ილუზია, რომ კორონავირუსი დავამარცხეთ. დღეს უკვე მოხდა ამის სტაბილიზაცია. დინამიკა პოზიტიურია, მაგრამ ამას შენარჩუნება უნდა,”- აცხადებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე.

“ვერავინ ვერ იფიქრებდა და ვერავინ იწინასწარმეტყველებდა, რომ მოგვწევდა გარემოში ცხოვრება, სადაც ერთმანეთს დანახვაც, ოჯახის წევრებთან ურთიერთობაც საფრთხის მომცემი იქნებოდა ჩვენთვის. არაფერი არ არსებობს ერთი ღირებულის გარდა მხოლოდ და მხოლოდ სიცოცხლე. ყველამ ჩვენ ერთმანეთის სიცოცხლე უნდა გადავარჩინოთ,”- ამბობს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი.

“მე მაინც მგონია, რომ კაცობრიობა მეტნაკლებად მომზადებული შეხვდა თავისი ბიოსამედიცინო ტექნოლოგიური განვითარებით და ის არ არის იმდენად დამაზიანებელი და დამანგრეველი, როგორც ეს შეიძლება 100 წლის წინ ყოფილიყო. სადაც საჭირო არ არის, სტმურად არ წავიდეთ, ვინც საჭირო არაა, სტუმრად არ მივიღოთ, ხელის ჰიგიენაზე მუდმივად ვიზრუნოთ. და ჩვენ თუ ამ პრონციპებით ვიცხოვრებთ, 2021 წელი ნამდვილად გახდება ჩვენი ცხოვრების ნორმალურ კალაპოტში დაბრუნების წელი,”- აცხადებს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი.

“კი ხარვეზები იყო, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ჩვენმა ჯანდაცვამ გაუძლო, გაუძლო. ჩვენ გავუძელით…”- ამბობს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე.

სპეცოალისტები მოსახლეობას დამდეგ ახალ წელს ულოცავენ და ჯანმრთელობას უსურვებენ.

 

იტვირთბა....