ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რამდენად უსაფრთხოა თბილისის მეტროთი მგზავრობა?

მაშინ როცა ზოგი მემანქანე აცხადებს, რომ როდის გადაიჩეხებიან არ იციან

თბილისში საგზაო ინფრასტრუქტურული პრობლემები რომ არსებობს ამაზე ყველა თანხმდება. ქალაქში მუდმივად საცობებია, რაც ართულებს მოსახლეობის გადაადგილებას. ტროტუარები, სადაც როგორც წესით ფეხით მოსიარულეები უნდა გადაადგილდნენ, ხშირ შემთხვევებში, მანქანებითაა ჩახერგილი.

საცობებისგან თავის ასარიდებლად, სწრაფად გადასაადგილებლად თბილისის მცხოვრებნი მეტროპოლიტენს იყენებენ. საზოგადოებაში არ დაობენ იმაზე, რომ ქალაქში მოძრავი ავტობუსები გაუმართავი და საშიშია. თუმცა, თბილისის მერიაში  „მეტრონომს“ უთხრეს რომ მალე, თბილისს ახალი ავტოპარკი ექნება.

ახალი ავტოპარკი ევროკავშირის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერაა დაფინანსებული. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეტრო, რომლითაც ყოველდღიურად უამრავი ადამიანი სარგებლოს არც თუ ისეთი უსაფრთხოა.

ტელევიზიაში გასულ ერთ-ერთ სიუჟეტში, რესპონდენტმა განაცხადა, რომ იცნობს რამდენიმე მემანქანეს, რომლებიც პირდაპირ ამბობენ, როდის გადაიჩეხებიან არ იციან. ამას, თან ერთვის სულ ცოტა ხნის წინ მეტროსადგურ „300 არაგველზე“ მომხდარი შეფერხება, რომელმაც დროებით მეტროს გაჩერება გამოიწვია.

„მეტრონომთან“ ამ საკითხზე თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელმა ლიკა მხეიძემ ისაუბრა.

“მეტრონომი”: შესამჩნევია, რომ მატარებელი მეტროადგურრუსთაველიდან” “თავისუფლებამდემოძრაობს საკმაოდ ნელა და ამას ძალიან  ბევრი მგზავრი აღნიშნავს. რატომ ხდება ასე?

ლიკა მხეიძე: “მეტროსადგურ „რუსთაველსა“ და „თავისუფლების მოედნის“ დამაკავშირებელ გვირაბში მატარებლის შედარებით ნელა მოძრაობა განპირობებულია, ამ უბანზე მიმდინარე გეგმიური მოვლა-შენახვითი სამუშაოებით, რომლის ფარგლებშიც ხდება ე.წ. ჭირხვნითი (ცალკეული ადგილების სპეციალური ცემენტის ხსნარით შევსება) სამუშაოების წარმოება. შესაბამისად ცემენტის გაშრობამდე და სიმკვრივის შესანარჩუნებლად აღნიშნულ მონაკვეთზე მატარებლები მოძრაობენ დაბალი სიჩქარით, რაც გაწერილია მეტროს ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესებით. მეტროპოლიტენის მოქმედი ყველა (როგორც მიწისზედა ასევე მიწისქვეშა განლაგების) სადგურის (მათ შორის სად. “რუსთაველი” და “თვისუფლების მოედანი”) და ექსპლუატაციაში მყოფი ყველა გვირაბის მოვლა წარმოებს კომპანიაში  მოქმედი “მეტროპოლიტენების ხელოვნური ნაგებობებათა მიმდინარე მოვლა-შენახვის ინსტრუქციის” მოთხოვნათა  მიხედვით და მათი მდგომარეობიდან გამომდინარე არ არსებობს არანაირი წინაპირობა, რომ რომელიმე სადგურს, ან გვირაბს რაიმე ტიპის საფრთხე ემუქრებოდეს.

ბოლო შემთხვევაზე მინდა გკითხოთ, მატარებლის გაჩერების მიზეზი რა იყო? გაუმართავი ლიანდაგის გამო გაჩერდა ვაგონი?

– მაშინ, თბილისის მეტროს მუშაობის ნაწილობრივი შეზღუდვა განპირობებული იყო სადგურ “300 არაგველში” ერთ-ერთი  შემადგენლობის ვაგონის ავტოგადასაბმელი მოწყობილობის დაზიანებით.

– იქნებ  უთხრათ მოსახლეობას, რამდენად უსაფრთხოა დღეს მოქალაქეებისთვის მეტროთი მგზავრობა?

– თბილისის მეტრო სრულიად უსაფრთხოა მგზავრებისთვის, ვინაიდან მგზავრთა უსაფრთხოდ გადაადგილება წარმოადგენს კომპანიის ძირითად ამოცანას.

მარიამ ვარადაშვილი

იტვირთბა....