ახალი ამბები მთავარი სამართალი

გორში ტანსაცმლის ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გორში  წმინდა წყლის დასახლებაში არსებულ ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.

ამ დროისთვის მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები, ცეცხლის გავრცელების საფრთხე კი მოხსნილია.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია 15 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

30 დეკემბრის საღამოს საათებში წმინდა წყლის დასახლებაში მდებარე ბაზრობაში ხანძარი გაჩნდა, ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

იტვირთბა....