ახალი ამბები კრიმინალი მთავარი

დაპირისპირება ე.წ. კანონიერი ქურდის სასაფლაოზე: ვინ არის დაჭრილი და რა იყო სისხლიანი გარჩევის მიზეზი

დაპირისპირება მოხდა ე.წ. კანონიერი ქურდის, გიორგი ბურდულის სასაფლაოზე. ერთ-ერთი დაჭრილი 32 წლის იოანე ჩალათაშვილია. ოჯახი დარწმუნებულია, რომ მას სასაფლაოზე ჩასაფრება მოუწყვეს.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ დიდი დიღმის სასაფლაოზე ოთხჯერ გაისროლეს. ერთ-ერთი ვერსიით, თავშეყრაზე მყოფმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო და იქ მყოფთაგან ორი ადამიანი დაჭრა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. ახლომახლო მცხოვრებლებმა „მთავარს“ უთხრეს, რომ შესაძლოა, სროლა ორმხრივი იყო.

ჩალათაშვილის მამა აცხადებს, რომ მის შვილს დაპირისპირება ჰქონდა კონკრეტულ ადამიანებთან. მისი თქმით, მამაკაცსს კრიმინალურ სამყაროსთან კავშირი არ აქვს. როგორც ის ამბოსბ, სასაფლაოზე მხოლოდ ერთი პირი დაჭრეს და არა 2, როგირც ეს თავდაპირველად გავრცელდა.

იტვირთბა....