ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩვენ ღმერთის დავალებას ვასრულებთ”- რას ამბობს „მადლი ღვთისას“ მესაკუთრე

ბოლო პერიოდში სააფთიაქო ქსელში გამოჩნდა გასაყიდი პრეპარატი “მადლი ღვთისა”, რომლის ანოტაციაშიც წერია, რომ კორონავირუსის სამკურნალოდ გამოიყენება. პრეპარატის ფასი კი 4 აბი 60 ლირია.

ირკვევა, რომ შპს „მადლი ღვთისას“ სამი მესაკუთრე ჰყავს – შაქრო კვირკვია, გურამ კუპატაძე და ანზორ ჯაფარიძე.

ანზორ ჯაფარიძე “პრაიმტაიმთან” აცხადებს, რომ როცა თანამედროვე სამყაროსთვის სიტყვა კორონავირუსი ჯერ კიდევ უცნობი იყო, მან მეგობრებთან ერთად გამოსავალზე ფიქრი დაიწყო და სამ თვეში “მადლი ღვთისას” რეცეპტი უკვე ჰქონდათ.

მისი ინფორმაციით, პრეპარატი უკვ 410-მა ადამიანმა მიიღო, მათ შორის – ინფიცირებულებმაც და საოცარი შედეგი დაიდო.

“როცა მედიცინისთვის სიტყვა Covid-19 ამოუხსნელი იყო, მაშინვე დავიწყეთ ფიქრი და სამთვიანი ფიქრისა და ტანჯვის შემდეგ, უფალმა ღმერთმა შექმნა და საშუალება მოგვცა გაგვემხილა და გაგვემჟღავნებინა. დღეის მდგომარეობით, ეს კვებითი დანამატი 410-მა ადამიანმა მიიღო, მათ შორის – ინფიცირებულებმა და საოცარი შედეგი დაიდო. საუკეთესოა, პრევენციის მიზნით მისაღებად. სამწუხაროდ, დიდი ლანძღვა-გინება არ აგვცდა, გვაბრალებენ, რომ ფულის საკეთებლად შევქმენით “მადლი ღვთისა, რაც ასე არ არის. ჩვენც გვინდოდა, რომ ეს დანამატი 10-15 ლარი ღირებულიყო, მაგრამ საწარმოო პროცესის, გადასახადების და სხვა ხარჯების გათვალისწინებით, ვერ მოხერხდა უფრო დაბალ ფასად გაყიდვა. ესეც არ იკმარეს და საპატრიარქოში ერთ ადამიანს უთქვამს, რომ როგორ შეიძლება “მადლი ღვთისა” იყიდებოდესო. მაშ, როგორ შეიძლება იყიდებოდეს სანთელი, ჯვარი და სხვა რელიგიური ნივთები?!

სამწუხაროდ, უამრავი ბინძური ჭორი ვრცელდება, თითქოს დანამატის ხაზს იმისთვის ვქმნით, რომ ხალხი გავყვლიფოთ და ფული ვიშოვნოთ. მწერალიც გახლავართ, ცოტა ძნელია ჩემი რეგალიების ჩამოთვლა…” – ამბობს ანზორ ჯაფარიძე.

ჯაფარიძს თქმით, იძულებულები არიან, სახელიც შეეცვალათ და უახლოეს დღეებში პრეპარატი “მადლი ღვთისას” ნაცვლად, “მადლი ვაზისა”-ს სახელწოდებით გამოჩნდება.

“თუმცა აფთიაქებშიც გვიჭირს შეტანა. გვეუბნებიან, როგორ შეიძლება ქართველს შეექმნა კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატიო, რატომ? მაინცდამაინც სომეხს ან თათარს უნდა შეექმნა?

ყველას შევხვდით, თენგიზ ცერცვაძესაც და ლევან რატიანსაც. რატიანმა მიიღო ეს წამალი და თქვა, რომ ის მორწმუნე ბებიის გაზრდილი იყო და სჯეროდა ჩვენი, მაგრამ დანარჩენებმა თქვეს, რომ ღმერთი არ სწამთ და მათთან ურთიერთობა საჭიროდ აღარ ჩავთვალეთ. მართალია, ყველას თავისი აზრი აქვს, მაგრამ ჩვენ ღმერთის დავალებას ვასრულებთ. ამ დანამატის გამოშვებაში ჭკვიანი ადამიანები არიან ჩართულნი – სამი აკადემიკოსი და სამი გენერალი, შაქრო კვირკვია ნამდვილი გენერალია, ის ვარსკვლავი, რომელიც მას აქვს, სულ რამდენიმე პირი ფლობს,”- აცხადებს ჯაფარიძე.

 

იტვირთბა....