გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებით, ტანსაცმლის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
მისივე თქმით, მოვაჭრეებს, პანდემიის გამო, საქონელი გატანილი ჰქონდათ.
„ეს კერძო საკუთრებაა, ხელშეკრულებით იყვნენ შესულები. მე ასეთი ინფორმაცია მაქვს, რომ დაახლოებით 100 მოვაჭრე იყო, მაგრამ პანდემიის გამო მათ გატანილი ჰქონდათ თავიანთი საქონელი და მე მგონია, რომ ზარალი ძალიან დიდი არ უნდა იყოს. გაირკვევა ყველაფერი. დაშავებული არავინ არაა“, – განაცხადა მერმა.
ცნობისთვის, გორში, ე.წ. წმინდა წყლის დასახლებაში კვლავ ხანძარია.