,,ბატონი უგულავა ციხეში ნაჯდომი კაცია და მე მგონი, ის უნდა ესმოდეს, რომ სიტყვებს აქვს მნიშვნელობა და ადამიანები სიტყვებზე აგებენ პასუხს. მე განსხვავებული ადამიანი ვარ და ზოგადად ასეთი ცილისწამებები არ გამდის, მგონია, რომ ბატონ უგულავას, როგორც ციხეში ნაჯდომ კაცს ასახსნელი აქვს, რა მიზეზშედეგობრივი კავშირი არსებობს იაგო ხვიჩიას, მეგრელიშვილს და ვიღაცის ციხეში ჯდომას შორის“.
იაგო ხვიჩია, „გირჩის“ წევრი
ხვიჩია „პალიტრანიუსის“ ეთერში „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებას გამოეხმაურა.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ დანარჩენი პოლიტპატიმრებიც გამოვიდოდნენ უკვე ციხიდან, მაგრამ ახლა ეს ვინაიდან გვერდითი მოძრაობები დაიწყო ზოგზოგიერთმა, ამან ობიექტურად დაგვასუსტა – არა ისე, რომ კატასტროფულად, მაგრამ დაგვასუსტა და დაგვასუსტა სწორედ პოლიტპატიმრების ნაწილში. სინამდვილეში ყველაზე ცუდად დაგვარტყეს პოლიტპატიმრების ნაწილში. ეს ნაწილი არის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, იმიტომ, რომ ეს ადამიანები ციხეში არიან ტყუილუბრალოდ. პირდაპირ შემიძლია ვთქვა მეგრელიშვილის, იაგოს და იქით იოსელიანის და ელისაშვილის მოძრაობები, რომელიც აბსოლუტურად უნაყოფო მოძრაობებია, ჩვენ კიდევ უფრო გვაშორებს იმ დროს როდესაც შევძლებთ დავსხდეთ სერიოზულ საკითხებზე”, – განაცხადა უგულავამ.