გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებით, ბაზრობა, რომელშიც ხანძარი გაჩნდა, არ ფუნქციონირებდა.
მისივე თქმით, ხანძარი ძალიან დიდია.
„ეს ბაზრობა ახლა დაკეტილი იყო და არ ფუნქციონირებდა. იცით, რომ ბაზრობები არ გახსნილა. ახლა მთავარია ჩაქრეს ხანძარი. ძალიან დიდი ხანძარია, ალბათ ყველა ხედავთ. მთავარია ჩაქრეს და მერე უკვე დადგინდება მისი გამომწვევი მიზეზი. ფართობი ჯერ არ ვიცით, მეხანძრეები შიგნით არიან შესული. როდესაც ჩაქრება და გამოვლენ, ზუსტ ინფორმაციას მოგავწდით“, – განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.
ცნობისთვის, ამ წუთებში, გორში, წმინდა წყლის ტანსაცმლის ბაზრობაზე ხანძარია.