ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მაია ცქიტიშვილი: საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ, ახალი წელი შეზღუდვის გარეშე აღნიშნონ

ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ახალი წლის ღამეს გადაადგილების შეზღუდვა იხსნება.

მისივე თქმით, შეზღუდვა არც შობის ღამეს იმოქმედებს.

„მოგეხსენებათ, წინასაახალწლო სამზადისთან დაკავშირებით და ასევე, ახალი წლის დადგომასთან დაკავშირებით ერთი დღით იხსნება ის გადაადგილების შეზღუდვა, რომელიც გვაქვს დადგენილი 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე და საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ საშუალება, აღნიშნონ ახალი წელი შეზღუდვის გარეშე. თუმცა, რა თქმა უნდა, მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, დავიცვათ ყველა ის წესი და ყველა რეგულაცია, რომელიც არის დადგენილ, რათა დაიცვან პირველ რიგში საკუთარი და ოჯახის წევრების ჯანმრთელობა. მიუხედავად იმისა, რომ საახალწლო ღამეს არ გვექნება გადაადგილების შეზღუდვა, ყველამ თავი უნდა შევიკავოთ ძალიან ფართო, აქტიური აღნიშვნისგან, რომელმაც შეიძლება, დაგვაზიანოს და გაზარდოს ინფიცირების რისკი.

ასევე, გადაადგილების შეზღუდვა იქნება მოხსნილი შობის ღამესაც. შესაბამისად, იმედი გვაქვს, რომ შობის ღამესაც მაქსიმალურად წესების დაცვით შევძლებთ მის აღნიშნავს“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

იტვირთბა....