კულტურის სამსახურის ყოფილი უფროსი დავით ოქიტაშვილი სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” ყველასათვის საყვარელი გმირი ცოტნე ცოტაშვილის კლიპს, “დამკრძალავ ბიუროზე”, პირად გვერდზე იზიარებს სტატუსით:
“ნაცხროვა! ეს კლიპი იქნებ გაუგზავნოთ ოდესაში თქვენს… მიშუშიხოხარ კარგად.” “მეტრონომი” დაინტერესდა რატომ დააკავშირა ოქიტაშვილმა ეს კლიპი კონკრეტულად “ნაციონალურ მოძრაობასთან” და მას პირადად დაუკავშირდა.
“ცოტნე ცოტაშვილი – ეს ადამიანი ჩემი მეგობარია, მე მას დიდ პატივს ვცემ. იგი ძალიან ნიჭიერი მსახიობია. მე აზრადაც არ მომსვლია ცოტაშვილის გაშარჟება, მე ეს ვუთხარი “ნაციონალურ მოძრაობას”, ოდესაში გაუგზავნეთ თქვენს ლიდერს, ეს კლიპი იქიდან გამომდინარე, რომ ის არის მკვლელი. უბრალოდ, მკვლელმა სააკაშვილმაუნდა ნახოს ეს კლიპი და იქნებ რაღაცაზე დაფიქრდეს და იფიქროს მისი 9 წლის მართველობის პერიოდში რა იყო.
სიუჟეტში, რაც სერიალში გაკეთდა, ესაც რაღაცის მანიშნებელია. ტყუილად ხომ არ გაკეთდა. მე ძალიან აქტიურად ვუყურებ მაგ სერიალს და ძალიან მიყვარს და მომწონს, იმიტომ რომ იქ ძალიან ბევრი ჩემი მეგობარია. რატომ უნდა გამეკრირიტიკებინა ეს ადამიანი? ზუსტად რომ ბატონმა სააკაშვილმა უნდა ნახოს, უნდა მიხვდეს, რომ ადრე თუ გვიან ყველა იქითკენ წავალთ და მთავარია იქითკენ, როგორ წავალთ და როგორ მიგვიღებს უფალი. მკვლელმა უნდა ნახოს რომ მუდმივად არავინ ცხოვრობს და იქაც რომ წახვალ სხვანაირად უნდა წახვიდე, და არა მკვლელის სახელით, როგორიც იყო ნაცხროვა და მიხეილ სააკაშვილი. აი მე ეს ვიგულისხმე”.-გაანუცხადა “მეტრონომს” ოქიტაშვილმა.