ახალი ამბები მთავარი სამართალი

შაქარაშვილის საქმეზე ვრცელდება ახალი ჩვენება, რის შემდეგაც შესაძლოა სამი დაკავებული საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდეს

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის, ვახო ჩიქოვანის ჩვენება ვრცელდება, სადაც ის თანხმობას აცხადებს, საქმეზე სამ ბრალდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეთ.

ჩვენებაში ჩიქოვანი თანხმობას აცხადებს, რომ საბა ჩხარტიშვილს, საბა გოგშელიძესა და ირაკლი წაქაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეთ.

ჩიქოვანი ჩვენებაში ამბობს, რომ მან არ იცი, ვინ მიაყენა ფიზიკური დაზიანებები.

„მე, ვახტანგ ჩიქოვანი, ვადასტურებ რომ საბა ჩხარტიშვილის, საბა გოგშელიძისა და ირაკლი წაქაძის მიმართ პრეტენზია არ გამაჩნია და არც არასოდეს მქონია. ვინაიდან ჩემთვის უცნობია ვინ მომაყენა სხეულის დაზიანება.

შესაბამისად, მე ვახტან ჩიქოვანი ვარ თანახმა ბრალდებულებს, საბა ჩხარტიშვილს, საბა გოგეშელიძეს და ირაკლი წაქაძეს გაუფორმდეს საპროცესო შეთანხმება და ისარგებლონ კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი შეღავათით“, – წერს ვახტანგ ჩიქოვანი ჩვენებაში.

ამ აღიარების სანაცვლოდ, ჩხუბში მონაწილეობასა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში ბრალდებულ სამივე პირს პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება შეეძლებათ.

იტვირთბა....