პარტია “მოქალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, დამატებითი მოლაპარაკება და კონსულტაცია საჭიროა იმასთან, ვინც მერყეობს და ვერ ჩამოყალიბებულა, რევოლუცია უნდა, არეულობა თუ მოლაპარაკება.
„ჩვენ ვართ ის პარტია, რომლესაც ჩვენი პოზიცია მკაფიოდ აქვს ნათქვამი, რომ ჩვენ მზად ვართ შეთანხმებაზე ხელმოწერისთვის, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის საკითხები, რაც მოლაპარაკების მაგიდაზე დევს, განსაკუთრებით საარჩევნო სისტემის ძირეული ცვლილება. შესაბამისად, დამატებითი მოლაპარაკება და დამატებითი კონსულტაცია საჭიროა იმათთან, ვინც მერყეობს და ვერ ჩამოყალიბებულა, რევოლუცია უნდა, არეულობა თუ მოლაპარაკება“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ოპოზიციური პარტიების უმრავლესობასთან ინდივიდუალურ კონსულტაციებს მართავს.