აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 1 052 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 217 636-მდე გაიზარდა.
ქვეყნი მასშტაბით, ბოლო 24 საათში გარდაცვალების 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 2 609 ადამიანი.
გამოჯანმრთელდა 180 295 პაციენტი, ხოლო 37 781 პირი ამ დრომდე მკურნალობს.
ქვეყანაში COVID-19-ზე ჯამში 2 185 247 ტესტი ჩატარდა.