ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სამ­წუ­ხა­როდ, არ­ჩევ­ნე­ბი მო­ვი­გეთ”- ხუხაშვილი მის მიერ დაშვებულ შეცდომებზე საუბრობს

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ბიძნა ივანიშვილთან ურთიერთობას იხსენებს და აცხადებს, რომ თანამსრომლობაში აქტიურად იყო ჩართული. ამის შესახებ ხუხაშვილმა “კვი­რის პა­ლიტ­რის­თვის” მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში განაცხადა.

ხუხაშვლის თქმით, ის ივანისვილს იმ პირობით ეთანამშრომლებოდა, რომ არ­ჩევ­ნე­ბის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე განზე გადგებოდა.

“პირ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი, ვი­საც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი შეხ­ვდა პო­ლი­ტი­კა­ზე სა­სა­უბ­როდ, მე გახ­ლდით. “მინ­და მე და შენ და­ვი­წყოთ” – ზუს­ტად მახ­სოვს ეს სი­ტყვე­ბი. სამი დღე ვუ­ყუ­რე ტე­ლე­ვი­ზორს და შენ აგარ­ჩი­ეო. შევ­პირ­დი, და­ვეხ­მა­რე­ბო­დი, მაგ­რამ პო­ლი­ტი­კა­ში არ შე­ვი­დო­დი. მე­ო­რე დღი­დან­ვე გავ­მარ­თე კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი იმ პო­ლი­ტი­კურ ჯგუ­ფებ­თან, ვის­თან ერ­თა­დაც ბი­ძი­ნა ბრძო­ლის და­გეგ­მვას აპი­რებ­და. პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა გავ­მარ­თე რეს­პუბ­ლი­კე­ლებ­სა და “თა­ვი­სუ­ფალ დე­მოკ­რა­ტებ­თან”. სა­ჯა­რო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე თა­ვი­დან­ვე უარი მქონ­და ნათ­ქვა­მი, მაგ­რამ კუ­ლი­სებ­ში ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად ვი­ყა­ვი ჩარ­თუ­ლი.

პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი ნამ­დვი­ლად მე გა­დავ­დგი კო­ა­ლი­ცი­ის ფორ­მი­რე­ბა­ში. შემ­დეგ ვი­ფიქ­რე, კუ­ლი­სებ­ში ყოფ­ნა სწო­რი აღარ იქ­ნე­ბო­და და სა­ჯა­როდ ჩა­ვერ­თე საქ­მე­ში. დღეს აღა­რა­ვის ახ­სოვს და შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­ებს აწყო­ბენ, მაგ­რამ მე მა­შინ­ვე ვთქვი, რომ არ­ჩევ­ნე­ბის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე გავ­დგე­ბო­დი გან­ზე. სამ­წუ­ხა­როდ, არ­ჩევ­ნე­ბი მო­ვი­გეთ. ჩემი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი შეც­დო­მა ის იყო, რომ დრო­უ­ლად ვერ მო­ვა­ხერ­ხე გან­ზე გად­გო­მა,”- განაცხადა ხუხაშვილმა.

ხუხაშვილმა ივანიშვილსა და მას შორის დაპირისპირების მიზეზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მიუხედავად მადლიერებისა, ბიძინა ივანიშვილი მისთვის მნიშვნელოვან და შეუფასებელ ღირებულებებს აზიანებს, ამიტომ იძულებულია აკრიტიკოს.

იტვირთბა....