კორონავირუსით ინფიცირებული დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ამირან გამყრელიძეს კლინიკური სიმპტომი არ აღენიშნება და ის სახლში თვითიზოლაციაში იმყოფება.
შეგახსენებთ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს ამირან გამყრელიძეს კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა.