რუსეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ახალი საქმე აღძრეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
საგამოძიებო კომიტეტი ნავალნის ბრალს საკუთარი ორგანიზაციებისთვის შემოწირულობის სახით მიღებული თანხიდან 356 მილიონი რუბლის მითვისებაში ადანაშაულებენ.
”გამოძიების თანახმად, ნავალნიმ, ხსენებული ორგანიზაციების დე ფაქტო ლიდერმა, რომელიც სხვა ადამიანებთან ერთად მოქმედებდა, ამ თანხიდან 356 მილიონი რუბლი პირადი მიზნებისთვის: პირადი ქონების შეძენა, მატერიალური ფასეულობები და ხარჯების დაფარვა, მათ შორის საზღვარგარეთ შვებულებების დასაფინანსებლად დახარჯა. ამგვარად, მოქალაქეებისგან შეგროვებული თანხა გაიფლანგა”, – აღნიშნულია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომიტეტის ცნობით, სქემაში ჩართული ყველა პირის იდენტიფიცირების მიზნით გამოძიება გრძელდება.