ყვარელში 43 წლის მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს – შემთხვევა სოფელ შილდაში მოხდა.
გარდაცვლილი მეზობელმა მისივე ნაკვეთში იპოვა და სამართალდამცველები გამოიძახა.
მეზობლების ინფორმაციით გარდაცვლილი მარტო ცხოვრობდა და ამ დროისათვის სახლში რემონტი ჰქონდა.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ- კრიმინალისტები მუშაობენ. შსს-მ გამოძება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო