„ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ სხვა პარტიასთან ბლოკის შექმნა გამორიცხულია, ვინაიდან მათ იდეოლოგიასთან ახლოს არცერთი არაა.
ნათელაშვილის თქმით, მხოლოდ მისი პარტიაა, რომელიც საზოგადოების ინტერესს ატარებს და სანაცვლოდ არაფერს იღებს.
თუმცა, ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ოპოზიციის გაერთიანებას ისტორიულად მნიშვნელოვან მოვლენად მიიჩნევს.
“ჩვენს იდეოლოგიასთან ახლოს არცერთი პარტია არ არის, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ხალხის ინტერესების გამტარებელი, სოციალური სამართლიანობისთვის მებრძოლი, სულის და გულის ხალხისთვის ამომღები და გამცემი, და ხალხისგან ძირითადად ვიღებთ ფურთხს სანაცვლოდ, ამაშიც განსხვავებულები ვართ, ზოგი ატყუებენ, ყიდულობენ, მერე გადააგდებენ…
მაგრამ ოპოზიციასთან საერთო მიზანი, რომ ივანიშვილი მოვიცილოთ და ქვეყანას გავუკეთოთ დეზინფექცია, გვაქვს და ეს არის ისტორიული მიზანი და ამის თაობაზე ყველასთან ვლაპარაკობთ, როგორც ხედავთ და უპორეცედენტოდ გავაერთიანეთ ოპოზიცია, რაც საქართველოს ისტორიას არ ახსოვს და მეტი რა გავაკეთოთ.
ლეიბორისტული პარტია იქნება ხალთან, მიუხედავად იმისა, ხალხი ფურთხით უპასუხებს თუ არა”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილი.
ცნობისთვის, ბოლო პერიოდში ოპოზიციაში ცვლილებები მიმდინარეობს. პარტია “გირჩი” გაიყო და მისმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ახალი პარტია დააფუძნა იგივე სახელწოდების. რამდენიმე დღის შემდეგ, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ პარტია დატოვა და მას ნიკა მელია ჩაენაცვლა. ბოლოს კი “ევროპული საქართველო” ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ დატოვა.