ახალი ამბები მთავარი სამართალი

“კომპანია შეზღუდულია, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია გა­დას­ცეს მე­სა­მე პი­რებს”-“ზეგი” ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხ­ს პასუხობს და განცხადებას ავრცელებს

კომპანია  “ზე­გი” განცხადებას ავრცელებს, რითიც გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს პასუხობს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის სარ­გებ­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ლეპ­ტო­პი, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად პრო­კუ­რა­ტუ­რა­შია, მი­უ­ხე­და­ვად ოჯა­ხის მიერ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი თხოვ­ნი­სა, მე­სა­მე პი­რებს ვერ გა­და­ე­ცე­მა, რად­გან ის კომ­პა­ნი­ის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ სა­კუთ­რე­ბას წარ­მო­ად­გენს.

განცხადებით თანამხად, 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი გა­ნიც­დი­ან უდი­დეს ფსი­ქო­ლო­გი­ურ წნეხს სხვა­დას­ხვა პი­რე­ბის მიერ.

“ბოლო დღე­ებ­ში, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხი­სა და მათი ად­ვო­კა­ტე­ბის მიერ შპს “ზეგ”-ის მი­მართ ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია კომ­პა­ნი­ის თით­ქოს­და, პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან გა­რი­გე­ბა­ში შეს­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით. აღ­ნიშ­ნუ­ლი “ბრალ­დე­ბა” უკავ­შირ­დე­ბა თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის სარ­გებ­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ლეპ­ტო­პის ოჯა­ხი­სათ­ვის გა­და­ცე­მის მო­თხოვ­ნას.

გვინ­და აღ­ვნიშ­ნოთ, რომ გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბი­დან დღემ­დე, კომ­პა­ნი­ის მე­ნე­ჯმენ­ტი არ აკე­თებ­და არა­ნა­ირ კო­მენ­ტარს იმ უსა­ფუძ­ვლო “ბრალ­დე­ბე­ბის” თა­ო­ბა­ზე, რაც მათ შე­სა­ხებ ვრცელ­დე­ბო­და. 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი გა­ნიც­დი­ან უდი­დეს ფსი­ქო­ლო­გი­ურ წნეხს სხვა­დას­ხვა პი­რე­ბის მიერ მა­ს­მე­დი­ის, თუ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცრუ, შე­თხზუ­ლი “ბრალ­დე­ბე­ბის” გამო, მაგ­რამ გარ­დაც­ვლი­ლის პა­ტი­ვის­ცე­მი­სა და გა­მო­ძი­ე­ბის ობი­ექ­ტუ­რად ჩა­ტა­რე­ბის მხარ­და­ჭე­რის სურ­ვი­ლით, ისი­ნი კო­მენ­ტა­რე­ბის­გან თავს იკა­ვებ­დნენ.

უბ­რა­ლოდ სა­სა­ცი­ლოა კომ­პა­ნია “ზეგ”-ის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან გა­რი­გე­ბა­ში შეს­ვლის ბრალ­დე­ბით იმ მი­ზე­ზით, რომ კომ­პა­ნი­ას გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე ჩა­მო­არ­თვეს ყვე­ლა­ნა­ი­რი ტექ­ნი­კა და და­უ­ლუ­ქეს ოფი­სი. გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი აბ­სურ­დუ­ლი “ბრალ­დე­ბე­ბის” ფონ­ზე, მრა­ვალ­წლი­ა­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შემ­დეგ სს “სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კმა” კომ­პა­ნი­ას ყო­ველ­გვა­რი ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბის გა­რე­შე და­უ­ხუ­რა სა­ბან­კო ან­გა­რი­შე­ბი, რის შე­დე­გად შე­წყდა ინ­ვეს­ტორ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და ამ­ჟა­მად კომ­პა­ნია აღარ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს. ამას ემა­ტე­ბა მათი და კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნელ­თა ბუ­ლინ­გი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბით სხვა­დას­ხვა პირ­თა მხრი­დან, მათ შო­რის სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უკვე “ცნო­ბი­ლი” ბა­ჩა­ნა ლობ­ჟა­ნი­ძის­გან.

რაც შე­ე­ხე­ბა თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის სარ­გებ­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ლეპ­ტო­პის ოჯა­ხი­სათ­ვის გა­და­ცე­მას, გვინ­და აღ­ვნიშ­ნოთ, რომ ლეპ­ტო­პი არის პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და კომ­პა­ნია “ზეგ”-ი არ არის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი, დი­რექ­ტი­ვე­ბი მის­ცეს პრო­კუ­რა­ტუ­რას.

რაც შე­ე­ხე­ბა მო­მა­ვალ­ში ლეპ­ტო­პის მისი მე­სა­კუთ­რის­თვის, კომ­პა­ნია “ზეგ”-ის­თვის დაბ­რუ­ნე­ბას. მი­უ­ხე­და­ვად ოჯა­ხის მიერ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი თხოვ­ნის თუ მო­თხოვ­ნი­სა და ოჯა­ხის დამ­ცვე­ლის მიერ გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი გაფრ­თხი­ლე­ბე­ბი­სა, კომ­პა­ნია მის პარტნი­ო­რებ­თან არ­სე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბით შე­ზღუ­დუ­ლია აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა და მას­ში არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია გა­დას­ცეს მე­სა­მე პი­რებს, რად­გან იგი წარ­მო­ად­გენს კომ­პა­ნი­ის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ სა­კუთ­რე­ბას, რო­მე­ლიც კავ­შირ­შია მის პარტნი­ორ კომ­პა­ნი­ებ­თან და აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­ცე­მა მეს­მე პი­რე­ბის­თვის გა­მო­იწ­ვევს კომ­პა­ნია “ზეგ”-ის პა­სუ­ხის­გებ­ლო­ბას.

ზემო აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თა­მა­მად შეგ­ვიძ­ლია გან­ვა­ცხა­დოთ რომ კომ­პა­ნია “ზეგ”-ი არის და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი.

დროა, შე­წყდეს კომ­პა­ნი­ის მი­მართ ორ­კესტრი­რე­ბუ­ლი შე­ტე­ვე­ბი, მათ თა­ნამ­შრომ­ლებ­ზე სა­უ­ბა­რი და და­უს­რუ­ლე­ბე­ლი ცი­ლის­წა­მე­ბა. აქვე ვა­ცხა­დებთ, რომ არ ვა­პი­რებთ წა­მო­ვე­გოთ ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნილ პრო­ვო­კა­ცი­ებს და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მივ­მარ­თავთ სა­მარ­თლებ­რივ ზო­მებს”, – ნათ­ქვა­მია კომ­პა­ნი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

იტვირთბა....