მთავარი ციტატა

“გაივლის დრო, არავის ემახსოვრება, ვინ შევიდა პარლამენტში და ვინ – არა”- გახარია

“მერწმუნეთ, გაივლის დრო, არავის არ ემახსოვრება ის, რასაც თქვენ ახლა პოლიტიკურ კრიზისს ეძახით, უფრო მეტიც, არავის ემახსოვრება, ვინ შევიდა პარლამენტში და ვინ თქვა უარი შესვლაზე. ყველას ემახსოვრება ერთადერთი: როგორ გაუმკლავდა ქვეყანა ეპიდემიასა და ეკონომიკურ კრიზისს.”

გიორგი გახარია – პრემიერ-მინისტრი

 ამის შესახებ გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

შეგახსენებთ, ოპოზიცია არჩევნების შედეგებს ამ დრომდე არ აღიარებს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. ერთპარტიული პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართა.

იტვირთბა....