ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ვერც დავარქმევდი ამას კრიზისს”- რას ამბობს გახარია ერთპარტიულ პარლამენტზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყნის მთავარი გამოწვევა ეპიდემიოლოგიური და ეკონომიკური კრიზისია, რაც შეეხება პოლიტიკურ კრიზის, ეს დროებითია. ამის შესახებ გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როოგრც გახარიამ შეადასა, გავა დრო, და აღარავის ემახსოვრება, ვინ შევიდა პარლამენტში და ვინ არა.

“მერწმუნეთ, ადამიანურად მართლა ვთვლი, რომ ეპიდემიოლოგიური და ეკონომიკური კრიზისი არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მე მესმის, რომ პოლიტიკური კრიზისი, ასევე მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არის მოკლევადიანი, მიმდინარე.

ვერც დავარქმევდი ამას კრიზისს, პარლამენტი ფუნქციონირებს, მთავრობა ფუნქციონირებს, გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში შეზღუდული არ არის, დემოკრატიული პროცესი ქვეყანაში ვითარდება.

მერწმუნეთ, გაივლის დრო, არავის არ ემახსოვრება ის, რასაც თქვენ ახლა პოლიტიკურ კრიზისს ეძახით, უფრო მეტიც, არავის ემახსოვრება, ვინ შევიდა პარლამენტში და ვინ თქვა უარი შესვლაზე. ყველას ემახსოვრება ერთადერთი: როგორ გაუმკლავდა ქვეყანა ეპიდემიასა და ეკონომიკურ კრიზისს”, – განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, ოპოზიცია არჩევნების შედეგებს ამ დრომდე არ აღიარებს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. ერთპარტიული პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართა.

იტვირთბა....