დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, ჩაიტარონ კორონავირუსზე ტესტი. ამის შესახებ პაატა იმნაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
იმნაძის ინფორმაციით, ტაქტსის მძღოლებისთვის, , რომლებსაც ყველაზე მეტი შეხება აქვთ მოსახლეობასთან, ტესტის ჩატარება უფასოა.
“მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენს თანამოქალაქეებს, მიბრძანდნენ და თუ ოდნავი ეჭვი აქვთ, რომ შეიძლება კოვიდი იყოს, შეუძლიათ ნებისმიერ დაწესებულებაში ჩაიტარონ ტესტირება. ასევე, დღეს გაჟღერდება ოფიციალურად, რომ ტაქსის მძღოლები, რომლებსაც ყველაზე მეტი შეხება აქვთ მოსახლეობასთან, მათთვისაც ტესტირება იქნება აბსოლიტურად უფასო და მიბრძანდნენ ჩაიტარონ“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.
იმნაძის თქმით, სისტემა მზად არის, რომ დღეში 20 000 ტესტი გააკეთოს.