ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვის შეეხება წყალმომარაგებაზე გაზრდილი გადასახადი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, წყალმომარაგებაზე ტარიფის გაზრდა შეეხებათ მხოლოდ თბილისში ,რუსთავისა და მცხეთის მოსახლეობას.  ამის შესახებ გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა,

ამასთან გახარიას თქმით, მთავრობა ელექტროენერგიაზე გაზრდილ ტარიფს სრულად დაუსუფსიდირებს იმ ოჯახზე, რომელთა მიერ მოხმარებული ელექტროენერგია 300 კილოვატზე ნაკლები იქნება.

“3 წლის განმავლობაში ტარიფი არ გადახედილა. რა თქმა უნდა, ეს მეთოდოლოგიის ცვლილება სხვადასხვაგვარად იქნა შეფასებული, თუმცა, ეს დღეის მდგომარეობით არის ფაქტი. ამიტომ ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ მოსალოდენელია ტარიფის ზრდა ელექტროენერგიაზე, ისევე როგორც წყალზე. ოღონდ წყლის შემთხვევაში საუბარია თბილისზე ,რუსთავსა და მცხეთაზე,”- განაცხადა გიორგი გახარია.

ცნობისთვის, “ენერგო-პრო ჯორჯიას” 28 დეკემბერს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ელექტროენერგიის ტარიფის მნიშვნელოვნი ზრდა გარდაუვალია. საქართველოს ელქტროენერგიის და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის სხდომა დრეს გაიმართება, სადაც ახალ ტარიფს დაადგენენ. სხდომაზე განიხილება „თელასის“, „ენერგო-პრო ჯორჯიას“, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“ და „რუსთავის წყლის“ განაცხადები, სამომხმარებლო ტარიფის მატების მოთხოვნასთან დაკავშირებით.

იტვირთბა....