ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვის არ გაუძვირდება ელექტროენერგია – გახარიას განმარტება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, 2021 წლის განმავლობაში მოქალაქეები ელექტროენერგიაზე ტარიფის გაძვირებას არ იგრძნობენ, რადგან გაზრდილ საფასურს სახელმწიფო დაასუბსიდირებს. ამის შესახებ გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა,

გახარიას თქმით, მთავრობა ელექტროენერგიაზე გაზრდილ ტარიფს სრულად დაუსუფსიდირებს იმ ოჯახზე, რომელთა მიერ მოხმარებული ელექტროენერგია 300 კილოვატზე ნაკლები იქნება.

“საქართველოში არის სულ 1 700 000 აბონენტი, აქედან 1 600 000-მდე აბონენტი მოიხმარს 300 კილოვატზე ნაკლებს, რაც ნიშნავს იმას, რომ 95% საქართველოს მოქალაქეების ოჯახების სრულად იქნება ნაზარდი ფასის ელექტროენერგიაზე სუფსიდირებული,”– განაცხადა გახარიამ.

ამასთან, გახარიას ინფორმაციით, წყლის ტარიფის გაზრდა შეეხებათ თბილისში ,რუსთავისა და მცხეთის მოსახლეობას.

“3 წლის განმავლობაში ტარიფი არ გადახედილა. რა თქმა უნდა, ეს მეთოდოლოგიის ცვლილება სხვადასხვაგვარად იქნა შეფასებული, თუმცა, ეს დღეის მდგომარეობით არის ფაქტი. ამიტომ ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ მოსალოდენელია ტარიფის ზრდა ელექტროენერგიაზე, ისევე როგორც წყალზე. ოღონდ წყლის შემთხვევაში საუბარია თბილისზე ,რუსთავსა და მცხეთაზე,”- განაცხადა გიორგი გახარია.

ცნობისთვის, “ენერგო-პრო ჯორჯიას” 28 დეკემბერს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ელექტროენერგიის ტარიფის მნიშვნელოვნი ზრდა გარდაუვალია. საქართველოს ელქტროენერგიის და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის სხდომა დრეს გაიმართება, სადაც ახალ ტარიფს დაადგენენ. სხდომაზე განიხილება „თელასის“, „ენერგო-პრო ჯორჯიას“, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“ და „რუსთავის წყლის“ განაცხადები, სამომხმარებლო ტარიფის მატების მოთხოვნასთან დაკავშირებით.

იტვირთბა....