ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დავით ნარმანია: შიშისა და შეშფოთების საბაბს ვერ ვხედავთ, იმ ტარიფების მიმართ, რომელსაც დავადგენთ

„2021 წლიდან, მას შემდეგ რაც შეზღუდვები გაუქმდება, ელექტროენერგიის მოხმარება გაიზრდება“, – ამის შესახებ სემეკ-ის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა.

მისი თქმით, შიშისა და შეშფოთების საბაბს ვერ ხედავენ იმ ტარიფების მიმართ, რომელსაც დაადგენენ.

„2021 წლიდან, მას შემდეგ რაც შეზღუდვები გაუქმდება, ელექტროენერგიის მოხმარება გაიზრდება. შიშსა და შეშფოთებას ვერ ვხედავთ იმ ტარიფების მიმართ, რომელსაც დავადგენთ“, – განაცხადა ნარმანიამ.

ცნობისთვის, ამ წუთებში სემეკი ტარიფების გაზრდის საკითხს განიხილავს.

სხდომაზე განიხილება „თელასის“, „ენერგო-პრო ჯორჯიას“, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“ და „რუსთავის წყლის“ განაცხადები, სამომხმარებლო ტარიფის მატების მოთხოვნასთან დაკავშირებით.

მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა ენერგოომბუდსმენი, სალომე ვარდიაშვილი:

„ჩნდება პროგნოზი, რომ ტარიფები გაიზრდება“, – განაცხადა მან.

იტვირთბა....