“ქართული ოცნება ტელეკომპანია “მთავარ არხს” კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში უჩივის. მიზეზი არჩევნების მეორე ტურის წინ მიღებული გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვით, “მთავარმა არხმა” უარი თქვა უფასო წინასაარჩევნო რეკლამაზე.
ტელეკომპანიაში აცხადებენ, რომ არხმა საკუთარი კონსტიტუციური უფლება გამოიყენა და პროტესტი დააფიქსირა გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ.
ქართული ოცნებისთვის კი ეს პროტესტი მორგი მიზეზი აღმოჩნდა რომ, მისი მართული ბექაურის მარეგულირებლის ხელით, მორიგი სანქცია გამოიყენოს კრიტიკული მედიის წინააღმდეგ.
“ქართული ოცნების” საჩივარს, რომელიც კომუნიკაციების კომისიაში 18 დეკემბერს შევიდა, ხელს პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აწერს.
სხდომა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 31 დეკემბრს, დღის 12 საათზე ჩაინიშნა. მოსალოდნელია, რომ ბექაური კრიტიკული მედიის წინააღმდეგ, კიდევ ერთ ფინანსურ სანქციას გამოიყენებს.