“ვანო მერაბიშვილი იყო შს მინისტრი, რომელმაც ბევრი რაღაცა გააკეთა მარტო პატრულის მაგალითს მოვიყვან შესაფასებლად. მაგრამ, ეს ადამიანი იმდენი ხანი იყო ციხეში, რამდენი წელიც შს მინისტრი. “ოცნებიდან” ბევრი 7 წელი კი არა, 7 დღე ვერ გაძლებს სამარტოო საკანში. ეს ყველაფერი ამ ადამიანს თავზე დაარტყა, მაგრამ მასთან თანამშრომლობას არ ვაპირებ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე მასთან ვაპირებ პარტიულ თანამშრომლობას. არც ძაგებას ვაპირებ და არც რაიმე სახით რაიმე თანამშრომლობას ვაპირებ. გამორიცხულია.”
ნიკა მელია – “ნაციონალუირ მოძრაობის” თავმჯდომარე
ამის შესახებ მან “TV პირველის” ეთერში განაცხადა.