„არსებული ვითარება გვაფიქრებინებს და აჩენს პროგნოზს, რომ ტარიფი განიცდის კორექტირებას, სამწუხაროდ ზრდის თვალსაზრისით“, – ამის შესახებ ენერგოომბუდსმენმა, სალომე ვარდიაშვილმა სემეკ-ის სხდომასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, მსჯელობა ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
„სწორედ წელს მოუწია ტარიფის კორექტირებაზე მუშაობა კომისიას, ეს იყო კანონით გათვალისწინებული და ეს ვადა ვერც გადაიწეოდა და ვერც შეიცვლებოდა, ამიტომაც, გახდა საჭირო, რომ მთელი 6 თვის განმავლობაში, ვიმუშავეთ ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რაც საბოლოოდ დღეს კომისიას მისცემს შესაძლებლობას, მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება. ყველა წინაპირობა არსებობს იმისთვის, არსებული ვითარება გვაფიქრებინებს და ჩნდება პროგნოზი, რომ ტარიფი განიცდის კორექტირებას, სამწუხაროდ, ზრდის თვალსაზრისით,” – განაცხადა ენერგოომბუდსმენმა.
ცნობისთვის, სემეკ-ში მიმდინარე სხდომაზე განიხილება „თელასის“, „ენერგო-პრო ჯორჯიას“, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“ და „რუსთავის წყლის“ განაცხადები სამომხმარებლო ტარიფის მატების მოთხოვნასთან დაკავშირებით.