საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი, ახალგაზრდა ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ამჟამად რუსეთის საფეხბურთო კლუბ “რუბინში” თამაშობს სამომავლო პერსპექტივებზე საუბრობს. ის ასახელებს მისი ოცნების გუნდს, სადაც ბავშვობიდან სურს თამაში.
“ჩემი ოცნება რეალში თამაშია, რადგან ბავშვობიდან ამ გუნდს ვგულშემატკივრობ. არჩევანის გაკეთება რთულია. დიდი ფეხბურთის თამაში მინდა და ევროპისკენ ვისურვებდი წასვლას. კონტრაქტი კიდევ 3 წლით მაქვს, მაგრამ თუ კარგი შემოთავაზება იქნება, რუბინში დარჩენას არ ვაპირებ და აუცილებლად წავალ” – აცხადებს ქართველი ფეხბურთელი.
შეგახსენებთ, კვარაცხელიას ტრანსფერზე საუბრები არ წყდება. ხვიჩა რუსეთის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. რამდენიმე ხნის წინ, საუბარი იყო მისი დორტმუნდის “ბორუსიაში” შესაძლო ტრანსფერზე.