aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

წალენჯიხაში, დაბა ჯვარის ტყეში ხანძარია

aviabiletebi
ავიაბილეთები

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, დაბა ჯვარის ტყეში ხანძარია. ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველთა 20-კაციანი ჯგუფი.

მათივე ინფორმაციიით, ცეცხლის კერასთან ახლოს არ არის დასახლებული პუნქტი და ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

ამ ეტაპზე, ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

იტვირთბა....