მარნეულში, საკუთარ ბინაში ნაპოვნი გარდაცვლილი 37 წლის აფგან ჯალალოვია. დაღუპულის მეზობლების განცხადებით, იგი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა.
შინაგან საქმეტა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.