ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

რამდენ პატიმარს შეეხება ამნისტია – პროექტის ავტორის განცხადება

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, ამნისტიის აქტი დაახლოებით 800 პატიმარს შეეხება, მათ შორის 60 ქალ მსჯავრდებულს. როგორც პროექტის ავტორმა განაცხადა, კანონპროექტში ასახული მუხლები საბოლოო არ არის და შესაძლოა, ამნისტია გაფართოვდეს.

„თემა სენსიტიურია. ვამჯობინეთ, რომ დისკუსიისთვის წარმოდგენილი პროექტი განვიხილოთ, თუმცა, პირადად მე, კომიტეტი და არა ერთი თანამოაზრე მომხრეა, გაფართოვდეს წრე იმ მუხლებისა, რომელსაც შეიძლება ამნისტია შეეხოს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ცნობისათვის, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში “ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა დღეს დაიწყო. ამნისტიის გამოცხადებას პარლამენტი თებერვლისთვის ვარაუდობს. პარლამენტში “ამნისტიის შესახებ” კანონი 16 დეკემბერს დარეგისტრირდა. 

 

იტვირთბა....