“ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრი ელენე ხოშტარია პარტიიდან წავიდა, რადგან იმიჯის გადარჩენას ცდილობს – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
თუმცა ვოლსკის განცხადებითვე, მაც არ იცის რამდენად წარმატებული იქნება ხოშტარიას მისწრაფება.
“მე ვფიქრობ, ელენე ხოშტარია მაინც ცდილობს, თავისი იმიჯი გადაირჩინოს და იმ ხალხს დაშორდეს, რომელიც ამ პერიოდში ღრიალით, შეძახილებით გამოირჩევა. იმ საკითხებთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია: ბიუჯეტის მიმართ დამოკიდებულება, ადამიანის უფლებების მიმართ დამოკიდებულება, ეს გაერთიანება მიუხედავად იმისა, რომ სახელი შეიცვალა შორს არჩავარდინლა იმ ხიდან, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ სახელითაა ცნობილი. ვფიქრობ, სწორედ ეს ამოძრავებს ელენე ხოშტარიას, თუმცა რამდენად წარმატებული იქნება თავის მისწრაფებაში, არ ვიცი“, – განაცხადა ვოლსკიმ.