ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“სუ-24”-ის ჩამოგდებამდე აშშ-მ იცოდა მისი მარშრუტი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთს გაფრთხილებული ჰყავდა აშშ  სამხედრო თვითმფრინავის მარშრუტის შესახებ.

„თურქეთი არის კოალიციის წევრი (აშშ-ს ხელმძღვანელობით ISIS წინააღმდეგ შექმნილი კოალიცია) და  უნდა სცოდნოდა, რომ რუსები იქ მუშაობდნენ.“ – ამბობს პუტინი.

მისი განცხადებით, თურქეთი თავს დაესხა რუსულ სამხედრო თვითმფრინავს სირიის ტერიტორიაზე და ერდოღანის განცხადება, რომ თურქეთის საჰაერო სივრცე 17 წამით დაირღვა, არასწორია.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის მიერ რუსული თვითმფრინავის ჩამოგდება ისევ რეზონანსული საკითხია მსოფლიო პოლიტიკაში.

 

 

იტვირთბა....