ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“კომპანიებისა და მეწარმეების დახმარების მთავარი ამოცანა მათ ფინანსურ მდგომარეობაზე ზეწოლის შემცირება, პანდემიის პირობებში, სამუშაო ადგილების შენარჩუნებაა” – ლილუაშვილი

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, კომპანიებისა და მეწარმეების დახმარების მთავარი ამოცანა მათ ფინანსურ მდგომარეობაზე ზეწოლის შემცირება, პანდემიის პირობებში, სამუშაო ადგილების შენარჩუნებაა.

„საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის, მათი დასაქმების შენარჩუნებისთვის კეთდება. ასეთი ღონისძიებების გატარებას შესაბამისი სამართლებრივი ცვლილებები სჭირდება. 1-ლი დეკემბრიდან, 6 თვის განმავლობაში, ვაგრძელებთ კომპანიებისთვის საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირებას. ეს ნაბიჯი 42 ათას კომპანიას უმსუბუქებს მდგომარეობას და ეხმარება მათ, რომ თანამშრომლები სახლში არ გაუშვან“ – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

იტვირთბა....