„ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებთან ბრძოლაში თანამშრომლობის საკითხების განსახილველად საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს მოსკოვში შეხვდნენ. ოლანდმა და პუტინმა განაცხადეს, რომ ავიათავდასხმების ეფექტურობისთვის უდიდესი კოორდინაციაა საჭირო, ისეთი კატასტროფების თავიდან ასაცილებლად, რაც თურქეთში სამშაბათს მოხდა.
პრეზიდენტმა პუტინმა თვითმფრინავის ჩამოგდებას „ღალატი“ უწოდა იმ სახელმწიფო მხრიდან, რომელიც მოსკოვს მოკავშირედ მიაჩნდა.
შეხვედრისას ოლანდმა თავისი მოსაზრება გაიმეორა, რომ შეუძლებელია ბაშარ ასადის განხილვა სირიის პოლიტიკური მომავლის ნაწილად, მაგრამ პუტიის თქმით, ეს მხოლოდ სირიელი ხალხის გადასაწყვეტია.