ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თეოდორე გიგნაძის ორგანიზებით, მოსწავლეების ნაწილს კომპიუტერები გადაეცემათ და უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ

დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ ჯვართამაღლების სამრევლოს სახელით განცხადება გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ პანდემიის მეორე ტალღის როს რაიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს დაეხმარებიან.

მამა თეოდორეს ინფორმაციით, 10 მოსწავლეს, რომელებიც კომპიუტერებისა და ინტერნეტის არქონის გამო დისტანციური სწავლის პროცესში ვერ ჩაერთნენ, კომპიუტერები გადაეცათ და სასწავლო წლის ბოლომდე უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ.

“პანდემიის მეორე ტალღის დროს, ერთ-ერთი ყველაზე დიდი დარტყმა განიცადა საგანმანათლებლო სისტემამ, ჩვენმა, ჯვრისამაღლების ეკლესიის სამრევლომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ამჯერადაც, როცა უკვე პანდემიის მეორე ტალღაა, გავაკეთეთ ორგანიზება სახელმწიფოს და ჩვენი ხალხის თანადგომის ნაწილში და სხვადასხვა რეგიონში, 10 ოჯახისათვის, რომელთაც შვილებისათვის არა აქვთ დისტანციური სტავლებისათვის სრულფასოვანი წვდომა, შევიძინეთ 10 ახალი კომპიუტერი და აგრეთვე მათ დავუფინანსებთ სასწავლო წლის ივნისის ბოლომდე ინტერნეტის საფასურს”, – განაცხადა თეოდორე გიგნაძემ.

იტვირთბა....