“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ პარტია დატოვა და ახალ პოლიტიკურ პლატფორმას ქმნის. ამის შესახებ ელენე ხოშტარიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
როგორც ხოშტარიამ განაცხადა, მან გადაწყვიტა, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება დაიწყოს.
“მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავიწყო დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არ გადავდივარ არცერთ სხვა პარტიაში და ვრჩები ოპოზიციურ ერთობაში”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ელენე ხოშტარიამ, პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 2016 წელს დატოვა და მათთან ერთად დააარსა პარტია ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის.