aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ბევრი დაივიწყებს ძველ წყენებს, ბევრი განსხვავებულად მოფიქრალი და მოაზროვნე გამოვნახავთ საერთო ენას”- რას წერს ნიკა მელია

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ნაციონალური მოძრაობის” თავმდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელსი პოსტს აქვეყნებს, სადაც ქვეყანაში პოლიტიკურ მოვლენებს ეხმიანება

როგორც მელია წერს, ქვეყანაში პოლიიტკურად სიტუაცია მალე დალაგდება.

“ის რაც დღეს ქვეყანაში ხდება, ბევრს ალბათ იმედს უკლავს და იმის ფიქრის საფუძველს არ აძლევს, რომ სიტუაცია გამოსწორდება და მალე ყველაფერი კარგად იქნება. მაგრამ პოლიტიკური ალღო (რომელიც არასოდეს მღალატობს), მე სწორედ ამას მკარნახობს და ვამბობ – მალე ყველაფერი იმაზე კარგად იქნება, ვიდრე წარმოგვიდგენია!

დიახ, მალე ბევრად მეტნი ვიქნებით, ბევრი, ვინც თავს არიდებდა პოლიტიკურ ორომტრიალს, შემოგვიერთდება და პროცესებში ჩაერთვება, ბევრი დაივიწყებს ძველ წყენებს, ბევრი განსხვავებულად მოფიქრალი და მოაზროვნე გამოვნახავთ საერთო ენას, გავერთიანდებით ქვეყნის სასიკეთოდ და ბევრნი ვიქნებით, ისე ბევრნი რომ სწორედ ეს სიმრავლე ბევრ რამეს თავის ადგილზე დააყენებს!”- წერს ნიკა მელია.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე ნიკა მელია პარტიის თავმჯდომარედ ოფიციალურად დაამტკიცეს. ნიკა მელიამ მის კონკურებტს, ლევან ვარშალომიძეს მოუგო.

 

იტვირთბა....