ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რეგიონის ექვს კოვიდცენტრში 252 კოვიდდადასტურებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. მათგან მძიმეა 30 პაციენტის მდგომარეობა.

ამასთან, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 95 კოვიდდადასტურებული პაციენტი, მათგან ხუთის მდგომარეობა მძიმეა.

ფოთის ჰოსპიტალში კი, 40 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის შვიდი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. სენაკის „სენამედის“ კლინკაში მკურნალობის კურსს გადის 40 კოვიდდადასტურებული პაციენტი, მათ შორის მძიმეა 11 პაციენტის მდგომარეობა.

იტვირთბა....