პარტია “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია პარტიას დატოვებს. აღნიშნულ ინფორმაციას “პრაიმტაიმი” ავრცელებს.
ელენე ხოშტარიამ პარტიიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია არ უარყო და განაცხადა, რომ დღეს 3 საათზე პარტიაში მივა, სადაც ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს.
“დღეს სამ საათზე მექნება განცხადება, პარტიაში მივდივარ შეხვედრა გვაქვს და მერე გამოჩნდება”, – განაცხადა ხოშტარია ჩვენთან საუბრისას.