ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ეს იყო მისი ბოლო თხოვნა ოჯახისადმი, სანამ გონზე იყო” – რას ამბობს ჟურნალისტი ზურა დოიჯაშვილის შესახებ

მომღერალი ზურა დოიჯაშვილი ისრაელში უმძიმეს მდგომარეობაშია. იგი 9 თვეა მართვით სუნთქვაზეა.

“ისრაელის კლინიკაში უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი (წუხელაც სასწრაფო სამედიცინო მანიპულაცია ჩაუტარდა მუცლის ღრუში პერიტონიტის გამო) ზურა დოიჯაშვილის მეუღლეს ჟურნალისტი რომ დაურეკავს და ჰკითხავს, მარათონით შემოსული თანხა რისთვის გჭირდებაო, ჟურნალისტი კი არა ცხოველი ხარ!” – ამის შესახებ ჟურნალისტი ირინა გოგოსაშვილი აცხადებს.

მისივე თქმით, ზურა დოიჯაშვილის ბოლო თხოვნა თბილისში დაბრუნებაა.

“ზურა ამჟამად 37 კოლოგრამს იწონის, თვენახევარია არ არის კონტაქტური და მისი ბოლო თხოვნა ოჯახისადმი, ვიდრე გონზე იყო – თბილისში წამიყვანეთო!” – განაცხადა ჟურნალისტმა.

იტვირთბა....